14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა – სიონის ტაძარში წირვა მიმდინარეობს

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით  სიონის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და მეუფეებთან ერთად,  წირვას აღავლენს.

სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.

წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა.22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის სამინისტრო: 15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
შემდეგი სტატიაფოთში, საბაჟო გამშვებ პუნქტის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ყახაზეთის მოქალაქე დააკავეს