ილია მეორის აღსაყდრების 44-ე წლისთავთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 44 წელი შესრულდა.

სამების საკათედრო ტაძარში ამ თარიღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს, რომელსაც მეუფე დანიელი სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.

თავად პატრიარქი დღეს სამებაში არ იმყოფება. საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პანდემიიდან გამომდინარე, საპატრიარქოში სტუმრების მიღება არ იგეგმება.

სწორედ სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიად კურთხევა 1977 წლის 25 დეკემბერს.

ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საპატრიარქო ტახტზე ის 44 წლის ასაკში ავიდა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 946, იმერეთში – 309, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 150
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია ცხრა პირი