6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ილია მეორეს ცხედარი კლინიკიდან საპატრიარქოში გადაასვენეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II “კავკასიის მედიცინის ცენტრიდან” საპატრიარქოში გადაასვენეს.

ინფორმაცია ჟურნალისტებს არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რამდენიმე საათში სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.

კავკასიის მედიცინის ცენტრთან და საპატრიარქოსთან მოქალაქეები მას შემდეგ მივიდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.

banner
წინა სტატიაშითამარ ბელქანია: ის იყო ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა ქართველი ერი
შემდეგი სტატიაზენონ იარაჯული ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, არ ჩაერივნენ ეკლესიის შიდა არჩევნებში