ილია მეორემ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.

ილია მეორემ საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა.

„დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდება ცა და ქვეყანა. დღეს ხარობს ზეცა და მიწა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა. ნაკურთხი წყალი ეს არის დიდი სიწმინდე. მთელი წლის განმავლობაში ნაკურთხი წყალი უნდა გქონდეთ სახლში, უნდა ასხუროთ სახლი, ეზო, ქუჩები და ბოროტი სული აღარ მოგეკარებათ თქვენ. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მადლი სულისა წმინდისა იყოს თქვენ ზედა. ჩვენთან არს ღმერთი. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი. ნათლისღებას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს გამოვლინდა სამება სრული სახით – ქრისტეს ნათლობის დროს სულიწმინდა მტრედის სახით გამოჩნდა, ზეციდან კი ხმა გაისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ“.

banner
წინა სტატიაში“აცრა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ წითელას ეპიდაფეთქება, რომელიც ახლა გვაქვს, შევაჩეროთ დროულად დანაკარგების გარეშე” – სერგეენკო
შემდეგი სტატიანარკოლოგიურ შემოწმებათა რაოდენობა ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა