ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და ადამიანების გატაცების ფაქტებზე წერილით მიმართა

წერილი საპატრიარქომ გაავრცელა.

“ყველა შეშფოთებულია ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენს საზოგადოებაში სამართლიან პროტესტს იწვევს. ამ ფონზე მეტად უარყოფითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირგიზეთსა და არქტიკაში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებში, სამი წლით, ჯარის მეთაურების დამხმარეებად გსურთ მიავლინოთ სასულიერო სასწავლებლების ახლად კურსდამთავრებული მოძღვრები. საეკლესიო კანონიდან გამომდინარე ეს მიუღებელია და ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს სიტუაციას”- წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ წერილში.

banner
წინა სტატიაშიაქციები გაგრძელდება
შემდეგი სტატიაილია მეორე: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსულ სამხედრო ნაწილებში რუსი მოძღვრების გაგზავნა მისთვის გაუგებარია