ილია მეორემ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მიმართა – ისეთი გზა გაქვთ გამოვლილი დიპლომატიურ მუშაობაში, რომ არ გაგიჭირდებათ ოკუპაციის ადგილიდან დაძვრა

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

მოხარული ვარ თქვენო უწმინდესობავ, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი გაცნობა, – ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

ილია მეორემ სტუმრები დალოცა, რის შემდეგაც გერმანიის პრეზიდენტს მიმართა.

„გულითადად მოგესალმებით თქვენ, თქვენს მეუღლეს, თანმხლებ პირებს საქართველოს ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით. თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენი ხალხი დიდი იმედით უყურებს თქვენს ვიზიტს. მოგეხსენებათ პრობლემები ბევრია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ყველაზე დიდი და მტკივნეული პრობლემა არის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. 20 პროცენტი მიტაცებული არის უცხო ქვეყნის მიერ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ რუსეთსაც მძიმე ტვირთად აქვს ეს პრობლემა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს პრობლემა გადაწყდეს. მიგვაჩნია, რომ გერმანიას აქვს იმდენი ძალა და ავტორიტეტი, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ჩემი აზრით, სამხედრო ბაზები უნდა იყოს აღებული ამ ტერიტორიებიდან. თქვენ ისეთი გზა გაქვთ გამოვლილი დიპლომატიურ მუშაობაში, რომ არ გაგიჭირდებათ ამის ადგილიდან დაძვრა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და იმედით ვუყურებთ თქვენს ვიზიტს“, – მიმართა ილია

banner
წინა სტატიაშიმარტვილის N2 საბავშვო ბაღში წყალსა და რძის პროდუქტებში მიკრობიოლოგიური დარღვევა აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაგერმანიის პრეზიდენტი – საქართველოს მთავრობა ეძებს გამოსავალს კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრისთვის, რუსეთის აქტიური ჩართულობაც გარდაუვალია