ილია მეორემ ოთარ დანელიას წარმატებები უსურვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია ΙΙ-მ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დალოცა, ჯვარი უსახსოვრა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია ΙΙ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ დანელიასთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში მდებარე ქართულ-შვეიცარიული კომპანიის მესაქონლეობის ფერმაში იმყოფებოდა. ოთარ დანელიამ კათოლილოს-პატრიარქს რეგიონში მესაქონლეობის თანამედროვე ფერმების მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის ათვისების მზარდ ტენდენციასა და მესაქონლეობის დარგის განვითარებაზე ისაუბრა”,-ნათქვამია სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე მსჯელობს
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი: „ქართულ ოცნებაში“ იმაზე ბევრი „ნაციონალია“, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია