ილია მეორემ იანოშ ჰერმანს სთხოვა, მომავალშიც გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა – საპატრიარქო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებს.
“ა.წ. 10 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ბატონ იანოშ ჰერმანს, რომელიც ასრულებს საქართველოში დიპლომატიურ სამსახურს და მის უწმინდესობას გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებს.

მისმა უწმინდესობამ ბატონ ელჩს საქართველოსთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და სთხოვა, მომავალშიც გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა”- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმარგოშვილი ჩატაევთან კავშირს ადასტურებს – პირველი ჩვენება
შემდეგი სტატიამცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს