ილია მეორე: ყველა ადამიანის ლოცვა უნდა იყოს: მაუწყე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაბადებიდან 82 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.

04045დავით წინასწარმეტყველმა მოგვანიჭოს მადლი და ძალა, რომ დავამარცხოთ ხილული და უხილავი მტერი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქის თქმით, დღეს დავით წინასწარმეტყველის, დავით მეფის ხსენების დღეა და “მთელ საქართველოს შეეწიოს დავით წინასწარმეტყველის ძალა, რომელიც მას უფალმა უბოძა”. “დღეს ჩვენ შევთხვოთ დავითს, რომ იყოს შემწე და მფარველი საქართველოსი. დავით მეფემ მოგვანიჭოს ძალა და მადლი, რომ დავამარცხოთ ხილული და უხილავი მტერი. შეგვეწიოს მეფე დავითის ძლევამოსილი ძალა და მთელ საქართველოს შეეწიოს მადლი, რომელიც მას ღმერთმა უბოძა”, – ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, დავით წინასწარმეტყველი არის საოცარი პიროვნება, რომლის წინასწარმეტყველებაც დედის მუცლად ყოფნიდანვე ნაწინასწარმეტყველები იყო.
“იგი წერდა ფსალმუნებს და გალობდა. იმდენად ძლიერი იყო მისი ფსალმუნების მადლი, რომ როცა მეფე საული დამძიმებული იყო ბოროტი სულისგან, მას ეძახდნენ, ის გალობდა და ეშმაკი შორდებოდა სულს. დავით წინასწარმეტყველი ამბობს – მაუწყე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. ეს ყოველი ადამიანის ლოცვა უნდა იყოს. ყოველმა ჩვენგანმა სთხოვოს უფალს, გვაუწყე ანუ მიჩვენე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე და ჩვენი მიწიერი გზა უნდა მივიდეს სასუფეველში. იმდენად დიდი იყო მისი სიმშვიდე, რომ უფლის მეგობარი იყო. უფლის საყვარელი ადამიანი იყო”, – ბრძანა პატრიარქმა.
მანვე დღევანდელი ქადაგებისას დავითისა და გოლიათის ბრძოლაც გაიხსენა. “დავით წინასწარმეტყველმა სახელი განსაკუთრებით გაითქვა გოლიათის დამარცხებით. გოლიათი იყო უძლიერესი ადამიანი, დავითი კი იყო ახალგაზრდა. მან შურდულით და ქვით დაამარცხა გოლიათი, ხოლო თავისი ხმლით თავი მოკვეთა. ეს იყო ღვთის დიდი წყალობა”, – ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქმა დღესვე რამდენიმე მღვდელი დააჯილდოვა. უწმინდესმა დღევანდელი ქადაგების ბოლოს დათუაშვილების, ჯინჭარაულების და არონიების გვარიც დალოცა.

banner
წინა სტატიაშიგერმანულ გამოცემა “Morgen Post”-ზე თავდამსხმელები დააკავეს
შემდეგი სტატიაერთობის მარში: პარიზი დღეს გახდება ტერორიზმის საწინაამდეგო მოძრაობის ცენტრი