ილია მეორე უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინის ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. მიღებას საპატრიარქოში პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, მღვდელმთავრები და სამღვდელოება ესწრებოდა.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წარმომადგენლებმა საქართველოს პატრიარქთან უკრაინის ეკლესიებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

“შეხვედრა არაოფიციალური იყო და სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდება და მათი პოზიციის ჩვენთვის გაცნობა. ითქვა, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ სხვადასხვა ტაძრებსა და რეგიონებში ხშირია კონფლიქტი მორწმუნეთა შორის ეკლესიების კუთვნილებასთან დაკავშირებით, რაც დიდ დაპირისპირებას ქმნის მრევლში და სასულიერო პირებთან მიმართებაში.
მისმა უწმინდესობამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოთქვა გულისტკივილი შექმნილი სიტუაციის გამო, ამასთან მოუწოდა ლოცვის გაძლიერებისკენ, რათა ღვთის მადლით დაიძლიოს პრობლემა და მართლმადიდებელთა ერთობა შენარჩუნდეს,” – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენი მიზანია, საქართველოს შესვლა ევროპის კულტურაში იყოს არაერთჯერადი, ხანგრძლივი და მთელმა ევროპამ დაინახოს, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა”
შემდეგი სტატიაგორში მაღაზია დააყაჩაღეს