ილია მეორე: წმინდა ნიკოლოზი იმდენად მოწყალეა, რომ არაქრისტინებსაც სწყალობს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო საღრმთო ლიტურგია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ წმინდა ნიკოლოზის ხატთან გულით მლოცველი ადამიანის ვედრებას, წმინდანი შეისმენს.

„არ არსებობს ადამიანი, რომელიც მივიდეს წმინდა ნიკოლოზის ხატთან, გულით სთხოვოს დახმარება და წმინდა ნიკოლოზმა უარი უთხრას. წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებვით მფარველობს ყველა გაჭირვებულ ადამიანს, იმდენად მოწყალეა, რომ არაქრისტინებსაც სწყალობს“,- ბრძანა ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ – 19 დეკემბერს და 22 მაისს აღნიშნავს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას პენსიების 50-ლარიან ზრდისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაშსს-ს ინფორმაციით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით მოძრაობა ავტოსაგზაო შემთხვევების მომეტებულ რისკს შეიცავს