ილია მეორე სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

დღეს 12 მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება. სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული და ამიტომაც, 13 ივლისის დღესასწაულს სვეტიცხოვლობასაც უწოდებენ.

სვეტიცხოველში იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. მათ პატრიარქი დალოცავს და სპეციალურ სიგელებს გადასცემს.

სვეტიცხოველში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ასევე მიიღო მონაწილეობა წინდა ნინოს გზაზე მსვლელობაში.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი რუსი დეპუტატების თავდასხმების სამიზნე გახდა
შემდეგი სტატია„ქართველები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სად არის დასავლეთი?” – სალომე სამადაშვილის წერილი „ვაშინგტონ პოსტში“