ილია მეორე – სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს – დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია და მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება

კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც ილია II აცხადებს, „დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ჩვენი ერისა და მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება“.

„სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს.

დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ჩვენი ერისა და მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.

ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, ძლიერება და კეთილდღეობა.

ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს და წყალობა თვისი არ მოაკლოს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ამინ!“,- აცხადებს ილია II.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: დღესაც ბრძოლაში ვართ! ჩვენი თავისუფლება რუსული რეჟიმის შეცვლასა და პატიმრების გათავისუფლებაზე გადის, ამიტომ თავისუფლება პოლიტპატიმრებს!
შემდეგი სტატიამაკრონი, მერცი და ტუსკი: ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომლებმაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა