ილია მეორე: სიხარული გაუგებარია, როცა საყვარელი პიროვნება გშორდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ამაღლების დღესასწაულსა და ოჯახის სიმტკიცისა დღეზე ისაუბრა და ბრძანა, რომ ოჯახი სახელმწიფოს საფუძველია.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ამაღლებას უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი. სიხარული გაუგებარია, როცა საყვარელი პიროვნება გშორდება შენ, მაგრამ მოციქულებს მუდამ ახსოვდათ – „მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულისა“, დღესაც მაცხოვარი ჩვენი ჩვენთან არს. მადლობა უფალს დიდი წყალობისთვის.
დღეს კიდევ ერთი დღესასწაულია ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე. ოჯახია საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები“, – აღნიშნა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშიოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა – მეუფე შიო
შემდეგი სტატია„თავისუფლების მოედნისა“ და „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი პირია დაკავებული