ილია მეორე – შევთხოვთ წმინდა გიორგის, შუამავალი იყოს საქართველოსა და ღმერთს შორის

დღეს არის განსაკუთრებული დღე საქართველოსთვის და ჩვენ შევთხოვთ წმინდა გიორგის, რომ შუამავალი იყოს საქართველოსა და ღმერთს შორის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

„წმ გიორგის როცა აწამებდნენ და იცლებოდა სისხლისგან, მან წარმოთქვა სიტყვები – „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე. სინამდვილეში ის მარტო არ იყო. ღმერთი იყო მასთან. მას მოესმა ხმა – „ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარო“. მაცხოვარი მასთან იყო და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ არ განშორდეს საქართველოს. მშვიდობა და სიხარული მოგცეთ ღმერთმა. სულ სიკეთე აკეთეთ და სიკეთე დაგიბრუნდებათ. ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნა ილია მეორემ.

წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იმედაძეების, კარტოზიების, ქურდიანების, ქორიძეების, ჯანჯღავებისა და ბაბიაშვილების გვარები დალოცა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს.

გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ. 23 ნოემბრის აღნიშვნას ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

banner
წინა სტატიაშისირიის დუმადან ნიმუშები ქიმიური ნივთიერების აკრძალვის ორგანიზაციის ოფისში გადაიტანეს
შემდეგი სტატია“მივმართავ გია მიქელაძეს, დამშეულ საქართველოში ღმერთმა მილიონერი გაგხადა, არ გყოფნის?