ილია მეორე – საქართველოს ჰყავს მრავალი თავდადებული მამულიშვილი ,საქართველო გადარჩება

შევევედროთ უფალს, რომ ასი ათასი მოწამის ლოცვით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა, საქართველო გადარჩება, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებული პარაკლისის მიმდინარეობისას აღნიშნა.

„ჩვენ ვდგავართ წმინდა ადგილას, წმინდა მიწაზე ჩვენ ვდგავართ, ასი ათასი ქართველის სისხლზე. შევევედროთ უფალს, რომ უფალმა ასი ათასი მოწამის ლოცვით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა. საქართველო გადარჩება. საქართველოს ჰყავს მრავალი თავდადებული მამულიშვილი, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, -ამბობს ილია მეორე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენებას აღნიშნავს.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა მინისტრის აზრით, სახელმწიფომ საბიუჯეტო სახსრებით ტურისტული ობიექტები არ უნდა გააკეთოს
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი ფინანსთა მინისტრს – იმედი მაქვს პარაშუტი გახსნილი გაქვთ, რომ რბილად დაეშვათ უკან, ბიზნეს სექტორში