ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაბადებიდან 82 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა. ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქის გერმანიაში გამგზავრება რამდენიმე დღის წინ ტემპერატურის აწევამ დააჩქარა.

„პატრიარქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას ჩივილები არ აქვს, თუმცა სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. თქვენ იცით დეკემბერში განვითარებული მოვლენები. ამ ფონზე, გამოიკვეთა ნაღველ-კენჭოვანი დაავადება და ნაღვლის ბუშტის ანთება, თუმცა, სპეციალისტების დახმარებით მკურნალობა წავიდა რემისიაში.

სამი დღის წინ იყო ეპიზოდი ხანმოკლე ტემპერატურის რეაქციის, მაგრამ, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე, გამოიკვეთა, რომ ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი გამწვავდა და მოსალოდნელია ანთების შემდგომი გართულება. ამიტომ, სპეციალისტებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ გამოკვლევა, დაკვირვება და სავარაუდო სამედიცინო ჩარევა, რომელიც შესაძლოა ქირურგიულიც იყოს, მოხდეს არა აქ, არამედ გერმანიაში, ბერლინში, იმ კლინიკაში, სადაც მას ადრეც ელოდებოდნენ“, – განაცხადა ექიმმა.

თუ როდის დაბრუნდება პატრიარქი სამშობლოში, ჯერჯერობით, უცნობია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ევროპაში