ილია მეორე სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორე სალომე ზურაბიშვილს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა.

„ამა წლის 24 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა ქალბატონი სალომე და წარმატებული ვიზიტი უსურვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიისინი რასაც არ უნდა დაგპირდნენ, ბიძინა მაინც გადაგადებთ, თუ ჩრდილში დარჩა – ხუხაშვილი
შემდეგი სტატიაევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას გამოსაფხიზლებელ გადაწყვეტილებად ვხედავ, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება რეფორმების განხორციელების პროცესს – კალიურანდი