ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილეს მადლობას უხდის იმ პოზიციის გამო, რომელიც მან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების საკითხზე დააფიქსირა

ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილეს მადლობას უხდის იმ პოზიციის გამო, რომელიც მან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების საკითხზე დააფიქსირა. ილია მეორე ამაზე საუბრობს თავის წერილში, რომელიც მან რუსეთის პატრიარქს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაუგზავნა.

“მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თქვენ და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად, საეკლესიო კანონების გათვალისწინებით, ოფიციალურად აღიარებთ ჩვენს ტერიტორიებს – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს – საქართველოსა მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად.

ჩვენი ხალხი და ჩვენ მადლიერები ვართ იმის გამოც, რომ თქვენ არაერთხელ მიგიღიათ მონაწილეობა ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებაში, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ დროებითი საზღვრის დარღვევის გამო. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ რჩება გადაუჭრელი რთული საკითხები, რომლებიც ქმნიან პრობლემას, თუმცა უკეთესი მომავლის იმედი ცოცხალია და ჩვენი კეთილგანწყობა თქვენდამი გულწრფელია”, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

banner
წინა სტატიაში“ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს ფული იმისთვის, რომ არ მომხდარიყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია”
შემდეგი სტატიარუსეთი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას