ილია მეორე: რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა

“ქრისტეს მიერ საყვარელნო, ჩვენო სულიერო შვილებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ილია მართლის დღესასწაულს. დღეს ტრადიციული დღესასწაულია. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ლოცვა წარმოვთქვით, რომ იყოს კავშირი თაობათა შორის. უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე უნდა გადასცეს ახალგაზრდებს. ვუსურვებ, რომ პატივი სცენ მამასა და დედასა თვისსა, უფროსს თაობას, რათა დღეგრძელი იყვნენ და კეთილდღეობა სუფევდეს მათთან. ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენ რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და მსოფლიოს მფარველი. ”-საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ილია მართლის დღესასწაულს აღნიშნავს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შონია – დარწმუნებული ვარ ალექსანდრე მოწერელია კიდევ უამრავ პროექტებს განახორციელებს უკვე დეპუტატობის პერიოდში
შემდეგი სტატიათბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს