ილია მეორე : რაც შეეხება სასამართლოს, ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საქმეში

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არ სურთ საქმეს პოლიტიკური ელფერი  მიეცეს. მათივე თქმით, პოლიტიკური პარტიებიდან ბევრი შეთავაზება აქვთ,- ამის შესახებ დეკანოზის ძმა საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში აცხადებს.

„ჩვენ ბევრი შემოთავაზებები გქვონდა პოლიტიკური პარტიებიდან. დღესაც ბევრი შემოთავაზება გვაქვს და დამერწმუნებით, რომ არავინ, არც ადვოკატი აგვიყვანია პოლიტიკური პარტიებიდან, არც ასე რომ ვთქვათ პოლიტიკური ხალხი არ დაგვიხმარია, რადგან ეს არ არის პოლიტიკა. ეს ეხება საქართველოს ეკლესიას და მამა გიორგი სასულიერო პირია, ამ ეკლესიის წევრია და აქედან გამომდინარე, ჩვენ პირადად არ გვინდა, არც პოლიტიკური ელფერი მიეცეს და არც უსამართლოდ წარიმართოს ეს ყველაფერი“,- აცხადებს აუდიოჩანაწერში თორნიკე მამალაძე.

პატრიარქის თქმით, სიმართლემ უნდა იზეიმოს.

„ჩვენც ეგ გვინდა, სიმართლემ უნდა იზეიმოს, სიმართლე უნდა ითქვას და არა სიყალბე“,- აღნიშნავს ილია მეორე.

თორნიკე მამალაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროცესები დახურული იქნება, სიმართლეს ვერავინ გაიგებს.

„რაც შეეხება სასამართლოს, ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საქმეში. ჩვენ არ გვაქვს უფლება მათ საქმეში ჩარევის, ეს თვითონ იციან“,- აღნიშნავს ილია მეორე.

ამასთან, დეკანოზის და თხოვნით მიმართავს, იქნებ მოინახულოს მამა გიორგი, რაზეც პატრიარქი პასუხობს, რომ მისი მისვლა არ შეიძლება.

„ჩემი მისვლა არ შეიძლება, რადგან იტყვიან, რომ ზეგავლენა იქონიაო,  ზეგავლენააო“, – აცხადებს ილია მეორე.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი – თუ ვისგან იყიდა გიორგი მამალაძემ ციანიდი, ამას ცალკე წარმოებად გამოყოფილი გამოძიება დაადგენს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე : სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ყველაზე რადიკალურ ოპოზიციას გადაასწრო