ილია მეორე მრევლს მიმართავს

საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვა მრევლისადმი.

„ხვალ, 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს.

ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა).

ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად.

ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!“ – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიბექა დოჭვირი – რეგულაციები მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მოქალაქეების მობილობის შემცირება, იმისათვის, რომ შემცირდეს პანდემიის გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე
შემდეგი სტატიაბექა დოჭვირი – მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური ბალანსი იქნას დაჭერილი შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის