ილია მეორე – მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს, უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 1, 2020 13:21

ილია მეორე – მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს, უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა

მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს, უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს.

​„დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას, ერთმანეთს ბედნიერებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის.

„პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“ – ჩვენ ვკითხულობთ ამას ბიბლიაში.

უფროსების პატივისცემას მოაქვს ბედნიერება უმცროსებისთვის. უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის.

მე მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს, უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ბედნიერებას გისურვებთ. კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, – აღნიშნავს ილია მეორე მილოცვაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 1, 2020 13:21

Google სტატისტიკა


58,429
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics