ილია მეორე- მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ სირთულეების მიუხედავად, დღეს დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა

მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ სირთულეების მიუხედავად, დღეს დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა- ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა.

ილია მეორე ყველა იმ ადამიანს უხდის მადლობას, ვინც დიასპორის საკითხებზე მუშაობს.

„მინდა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მიმართულებით იღვწის, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საელჩოებს პანდემიის პირობებში გაწეული მუშაობისთვის; მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ, სირთულეების მიუხედავად, დღეს შედგა თქვენთან შეხვედრა. გვჯერა, რომ პრეზიდენტიც და ხელისუფლებაც დიასპორაზე ზრუნვას მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებენ, რაც დიდი შედეგების მომტანი იქნება ყველასთვის. დავსძენ იმასაც, რომ, მართალია, ამ განსაცდელმა მსოფლიოს ცხოვრების ახალი წესები შესთავაზა და სერიოზული გამოწვევებიც შექმნა, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ. ყველაფერი მაინც ღვთის ხელშია და მას მიენდეთ. ამასთან გთხოვთ, იცხოვროთ ოჯახისა და ერთმანეთის გასახარად, იცხოვრეთ ღვთის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ და თქვენ იქნებით ბედნიერნი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო“, – ნათქვამია საქართველოს პატრიარქის მიმართვაში, რომელიც მამა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპრემიერი – ისტორიულად ყოველთვის გამოკვეთილი იყო დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა – დიასპორის თითოეული წარმომადგენელი არის ჩვენი ქვეყნის ელჩი და სახე იმ ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობს