ილია მეორე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გავაუმჯობესოთ

საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხისთვის,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მოსკოვში, რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ეკლესიები აძლევენ მაგალითს პოლიტიკურ მოღვაწეებს ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებთან მიმართებაში.

„საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდბლურ ეკლესიებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხისთვის. ჩვენი ეკლესიები აძლევენ მაგალითს პოლიტიკური მოღვაწეებს ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. უნდა ვთქვათ, რომ გასულ წლებში საქართველოში არასოდეს ყოფილა იმდენი დამსვენებლი რუსეთიდან, როგორც ახლა. ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. სასურველია, ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესი იყოს, ვიდრე არის დღეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გავაუმჯობესოთ. ვფიქრობ, რომ ეს გამოგვივა. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ“, – აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.

ილია მეორე მოსკოვში, პატრიარქ კირილის 70 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს.

ინფორმაციას საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრის შესახებ რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის პატრიარქი – უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველოს პატრიარქის ვიზიტს, ეკლესიების როლს ჩვენ ხალხებს შორის კეთილი ურთიერთობების შენარჩუნებაში
შემდეგი სტატიაშსს-ს მომსახურების სააგენტომ აქცია – „გაამწვანე სამუშაო გარემო“ დაიწყო