ილია მეორე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ საქართველო გახდეს ევროპის სტრუქტურების აქტიური წევრი

საქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ეწვი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს მეუღლესთან ერთად უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ევროპის ურთითიერთობას და მართლმადიდებელი ეკლესიის როლს შეეხო. ილია მეორის განცხადებით საქართველოს ევროპის დემოკრატიულ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს:
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების აქტიური წევრი”- განაცხადა პატრიარქმა.

შეხვედრაზე კრისტიან ურსემ აღნიშნა, რომ რადგან თავად რუმინელი დიპლომატია, ძალიან კარგად ესმის მართლმადიდებელი ეკლესიის როლი და პატრიარქის მნიშვნელობა მართლმადიდებელი ქვეყნისთვის.

“ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროსტრუქტურების წევრი და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს პატრიარქი ამას იზიარებს”, – აღნიშნა კრისტიან ურსემ.

პატრიარქმა ევროსაბჭოს ელჩს ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა და სიხარული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ელჩი რუმინეთიდანაა, რადგან რუმინეთსა და საქართველოს მჭიდრო მართლმადიდებლური ურთიერთობები აკავშირებს.

banner
წინა სტატიაში,,გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ქალბატონი იუსტიციის მინისტრის და ჩემი “მეგობრის” – პრემიერ-მინისტრის გარეშე”
შემდეგი სტატიაციხისძირში დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს