ილია მეორე: ყოველი ჩვენთაგანის მიზანია, ვიპოვოთ ის სულიერი ნათელი, რომელი ნათელიც აქვს უფალ იესო ქრისტეს

მცხეთაში, ფერისცვალების დედათა მონასტერში დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ლიტურგია აღავლინა და იქადაგა. პატრიარქმა დღესასწაული მიულოცა მორწმუნეებს და აღნიშნა, რომ ჩვენი მიზანია ვიპოვოთ ის სულიერი ნათელი, რომელიც აქვს იესო ქრისტეს.

“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ფერიცვალებას, ამ მონასტრის,ტაძრის დღესასწაულს, ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს, ჩვენ ვიხსენებთ იმ სასწაულს რომელიც ქნა უფალმა წინაშე მოციქულთათვის თვისთა. ყოველი ჩვენთაგანის მიზანი არის ვიპოვოთ ის სულიერი ნათელი, რომელი ნათელიც აქვს უფალ იესო ქრისტეს”,- განაცხადხა ილია მეორემ.

მცხეთაში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ავტოავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი: მიშას ბევრჯერ ვესაუბრე, თვალებში რომ ჩაგხედავ, მინდა ვიცოდე, რაც მოხდა ცუდი, აღარ განმეორდება