ილია მეორე – გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ფარავდეს სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოქალაქეებს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა.

„ჩვენთან არს ღმერთი, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მადლი წმინდისა სამებისა გფარავდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა ილია მეორემ.

ამასთან, პატრიარქმა აღნიშნა, რომ ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი) დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით.

გარდა ამისა, ილია მეორემ ბადუაშვილების გვარი დალოცა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინულმა რაკეტამ რუსული ვერტმფრენი გაანადგურა , სადაც 17 სამხედო იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაუკრაინა აცხადებს, რომ მარცვლეულის ექსპორტისა და გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად, პოლონეთისა და რუმინეთის გავლით, ორი მარშრუტი დაამტკიცა, თუმცა დაბრკოლებებმა მიწოდების ჯაჭვი შეანელა