ილია მეორე – ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიან საქართველოს

ილია მეორემ უცხოეთში სამუშაოდ წასულ დედებს შვილებთან დაბრუნებისკენ მოუწოდა

ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიან საქართველოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ განაცხადა.

უწმინდესმა საკუთარი არჩევანი #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4 მეოთხე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

”ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიან საქართველოს. დალოცვილი იყვნენ ახალი დეპუტატები და მთელი საქართველო”, – ბრძანა უწმინდესმა.

უბანაზე სულ 1275 ამომრჩეველია.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშილადო ბოჟაძე – ბათუმში 45-ე საარჩევნო უბანზე ერთმა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა მარკირების გარეშე მიიღო
შემდეგი სტატია,,დიდუბის 34-ე, 35-ე და 36-ე და ვაკეში 51-ე უბნებთან „ოცნების“ აქტივისტები წინასწარ შედგენილ სიებში ინიშნავენ ამომრჩევლის მისვლას