ილია მეორე – ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა

საქართველოს საპატრიარქო წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მილოცვას ავრცელებს.

„ყველას გილოცავთ მსოფლიო დიდი წმინდანის და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მფარველის, წმ. ნიკოლოზის ხსენებას. მისი მეოხება და მეოხება წმ. იოანე დამასკელის, წმ. ბარბარესი და ღირსი საბა განწმენდილისა, რომელთა ხსენებაც გუშინ და გუშინწინ ვიზეიმეთ, არ მოკლებოდეს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს. ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა“, – აღნიშნულია პატრიარქის მისალოც ტექსტში.

banner
წინა სტატიაში“ქართველი ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები შეუმჩნეველი არ რჩება” – ცაჰკნა ბრიტანულ სანქციებზე
შემდეგი სტატიაგახარია ორი ბანკის გადაწყვეტილებაზე: მისასალმებელი პირველი ნაბიჯია… ყინული დაიძრა