ილია მეორე : ერთი მხრივ დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, ამასთან, უნდა მოხდეს ტრადიციული ღირებულებების, სულიერ-კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმში აღნიშულია, რომ მისასალმებელ სიტყვაში კათოლიკოს-პატრიარქმა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გაუსვა ხაზი და თარიღი საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცა:
„3000 წელზე მეტი ხნის სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ჩვენმა ქვეყანამ წელს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავი იზეიმა. ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან დამოუკიდებლობა თავისუფლებასთანაა წილნაყარი და, ამდენად, ღვთისგან ბოძებული დიდი სიკეთეა. განსაკუთრებულია ხელისუფლების პასუხისმგებლობა თავის მოქალაქეებთან მიმართებაში და ხალხის პასუხისმგებლობაც, – ქვეყანასთან მიმართებაში. ერთის მხრივ დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, ამასთან, თანამედროვე ყოფაში უნდა მოხდეს ტრადიციული ღირებულებების, სულიერ-კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება, ტერიტორიული მთლიანობისთვის ზრუნვა, ენის სიწმინდის დაცვა და რწმენის განმტკიცება, რომ ქვეყანამ სწორი პასუხი გასცეს დროის გამოწვევებს. საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ქართველს ვულოცავთ ამ საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ ღვთისა და ქვეყნისათვის ერთგულ მსახურებას. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ!“, – ბრძანა საქართველოს პატრიარქმა მისასალმებელ სიტყვაში.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო კომისია დღეს დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს მოუსმენს
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხები არ ჩანს