ილია მეორე – დროის სირთულიდან გამომდინარე, არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა, სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში

დროის სირთულიდან გამომდინარე, არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა, სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

მან ისაუბრა წმინდა სინოდის შეკრების სიხშირესთან დაკავშირებით.

,,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას, დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ.

დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე.

დროის სირთულიდან გამომდინარე, არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა. სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში.

ერთ-ერთი ასეთი პრობლემა არის დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი. ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც მან გამოიჩინა“, – განაცხადა წმინდა სინოდის სხდომაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო ერი არ დაბრკოლდეს
შემდეგი სტატიაეკლესიის ისტორიაში არ არსებობს პატრიარქის მიმართ მეუფე პეტრეს მიერ მიყენებული შეურაცხყოფის მსგავსი მაგალითი