ილია მეორე დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ilia

“თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აშშ პრეზიდენტად არჩევას. ჩვენს რთულ დროს ეს ფრიად საპატიო, მაგრამ მძიმე ტვირთი უფლის განგებით დღეს თქვენ დაგეკისრათ. ინებოს ღმერთმა, თქვენი მსახურება იყოს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმამტკიცებელი, სამართლიანობის აღმდგენი და შემდგომი წარმატებების მომტანი როგორც თქვენი ქვეყნის, ისე მსოფლიოსათვის, მათ შორის საქართველოსთვის”,-ნათქვამია საქართველოს პატრიარქის მისალოც წერილში.

banner
წინა სტატიაშიათობით ათასი სამხრეთკორეელი პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს
შემდეგი სტატიაოდესაში სააკაშვილის ,,კვალის წაშლას,, ცდილობენ და ნიშნიაძეზე გამოძიება განაახლეს