“ილია მეორე და მისი ბანდა მეთოდურად ანადგურებენ იმ რამდენიმე სასულიერო პირს, რომლებიც მამაცურად და საჯაროდ აპროტესტებენ ეკლესიის კატასტროფას”

“ილია მეორე და მისი ბანდა მეთოდურად ანადგურებენ იმ რამდენიმე სასულიერო პირს, რომლებიც მამაცურად და საჯაროდ აპროტესტებენ ეკლესიის კატასტროფას” – ამ განცხადებით თეოლოგი ბასილ კობახიძე საპატრიარქოს მიერ დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვას გამოეხმაურა.

კობახიძე ამბობს, რომ ილია ჭიღლაძისთვის მღვდლობის აკრძალვა​ საზოგადოების პრობლემაა და ამ ნაბიჯით “შავბნელი და რუსეთუმე ეკლესია პირდაპირ მტრობს საზოგადოებას, სახელმწიფოს და მომავალ თაობებს”.

საპატრიარქომ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს მღვდლობა აუკრძალა. სუსის ფაილები მაინც არ გასაჯაროვებულიყო, სადაც სინოდის წევრი მეუფე სერაფიმე ჯოჯუა თვითონვე აღიარებს საკუთარ პედოფილობას, მაგრამ მას კბილებით იცავს საპატრიარქო. სუსის ფაილებში გამოჩნდა, სიმყრალის რამხელა ოკეანეშია ჩაძირული ჩვენი ეკლესია.

საქართველოში ეკლესიას არა რელიგიური, არამედ დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს. თუ არადა, რატომ ეპადხალიმებოდა გუშინ პატრიარქს თვით ამერიკის ელჩი დეგნანი, უდიდესი ბრძენი ხარო. მამა ილიასნაირი მღვდლების არსებობა ოდნავ მაინც აკავებდა ამხელა გავლენის ინსტიტუციის საბოლოოდ ჩაძირვას სიბნელისა და რუსეთის წიაღში. საზოგადოების და მედიის სრული ინდიფერენტულობის ფონზე ილია მეორე და მისი ბანდა მეთოდურად ანადგურებენ იმ რამდენიმე სასულიერო პირს, რომლებიც მამაცურად და საჯაროდ აპროტესტებენ ეკლესიის კატასტროფას. მღვდლობის აკრძალვა სულაც არ არის მამა ილიას პირადი პრობლემა, ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა, რადგან შავბნელი და რუსეთუმე ეკლესია პირდაპირ მტრობს საზოგადოებას, სახელმწიფოს და მომავალ თაობებს.

მაგრამ არ არის ინდიფერენტული მრევლი, რომელიც 1937 წლის სტალინური რეპრესიების პერიოდის მაგვარი ყიჟინით შეხვდა მამა ილიას როგორც მღვდლის განადგურებას. ეგ არაა საკმარისიო, ერთიც დარჩა, დეკანოზი თამაზ ლომიძე, იმასაც მოუგრიხე კისერი, ამერიკის ელჩის მიხედვითაც კი ჩვენო ბრძენო უწმინდესოო, – წერს ბასილ კობაიხძე.

ცნობისთვის, საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სინოდურმა კომისიამ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მოღვაწე დეკანოზს, ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აუკრძალა და სინანულისთვის დრო მისცა. მათი ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საკითხი სინოდის სხდომას წარედგინება.

საპატრიარქოს უპასუხა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ და თქვა, რომ “სახეზეა ტოტალიტარიზმი საქართველოს საბჭოთა ფორმირების ეკლესიაში”.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოსგან მოითხოვს გააუქმოს გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის შესვლაზე
შემდეგი სტატიათალაკვაძე: თუ ვინ იქნება ახალი ჯანდაცვის მინისტრი, კონსულტაციებით გადაწყდება და გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს