ილია მეორე ბათუმში ჩავა

ილია მეორე ბათუმში ჩავა და დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის. სასტუმრო “ლეო გრანდთან” სასულიერო პირები არიან შეკრებილები.

სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ბოლო ინფორმაციით, ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 10 საქართველოს, 1 ირანის მოქალაქეა.

დაშავდა 21 ადამიანი. მათ შორის 5 თურქეთის, 1 ისრაელის მოქალაქეა.

banner
წინა სტატიაშიოკამთან ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა
შემდეგი სტატია”ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბექა შატაკიშვილის ცხედარი იპოვეს