ილია მეორე: არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება გიორგი კვირიკაშვილის დამსახურებაა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს მთავრობას არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა.

ამის შესახებ პატრიარქმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც საღმრთო ლიტურგიას გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.

“დღევანდელ დღესასწაულზე, ამ წირვა-ლოცვაზე ბრძანდებიან პრემიერ-მინისტრი საქართველოსი და მინისტრები. ჩვენ ვულოცავთ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ამ დიდ დღესასწაულს. მინდა, მივულოცო მათ მშვიდობით ჩატარებული არჩევნები. ეს არის თქვენი დიდი დამსახურება, ბატონო გიორგი”,-მიმართა პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს და მიმართა, მოსახლეობისთვის სვეტიცხოვლობა მიელოცა.

banner
წინა სტატიაში“რა პარტნიორული ურთიერთობა უნდა მქონდეს გიგა ბოკერიასთან?! ეს გამორიცხულია”
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა