ილია მეორე – არავითარ შემთხვევაში წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი, ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც

region
ავტ.: region ოქტომბერი 6, 2019 14:46

ილია მეორე – არავითარ შემთხვევაში წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი, ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც

არავითარ შემთხვევაში წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი, ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

როგორც პატრიარქმა განაცხადა, „ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის“.

ამასთან, ილია მეორემ ქველმოქმედებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანის ცხოვრების მიზანი გაჭირვებული ხალხის დახმარება უნდა იყოს.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რით წარვდგებით წინაშე ღვთისა. ყველაზე დიდი ძალა, რომელიც თქვენ დაგეხმარებით, ჩვენ დაგეხმარება, არის ქველმოქმედება. დახმარება გაჭირვებული ადამიანისა. ადამიანის ცხოვრების მიზანი უნდა იყოს გაჭირვებული ხალხის დახმარება. ზოგიერთი მიზნად ისახავს დააგროვოს სიმდიდრე. ეს სიმდიდრე სამარის კარამდე მიაცილებს ადამიანს, მერე ტოვებს.

მე კიდევ ერთხელ ყველას გეხვეწებით, დაიფარეთ ოჯახები თქვენი, დაიფარეთ შვილები. არავითარ შემთხვევაში წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი, ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის, ახლოს არის. წერია ბიბლიაში, როცა ბოროტი სული მიხვდება რომ აღსასრული მოდის მისი, აძლიერებს ბრძოლას ადამიანთან. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისაგან“,- განაცხადა ილია მეორემ

region
ავტ.: region ოქტომბერი 6, 2019 14:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


23,397
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics