ილია მეორე 18 ნოემბერს მოსკოვში გამეგზავრება

ილია მეორემ უცხოეთში სამუშაოდ წასულ დედებს შვილებთან დაბრუნებისკენ მოუწოდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 18 ნოემბერს მოსკოვში გამეგზავრება, – ამის შესახებ ინფორმაციას  საპატრიარქოში ადასტურებენ.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორე რუსეთის პატრიარქს კირილს შეხვდება.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რუსეთის ვიზიტის დროს შესაძლოა, ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტის შეხვდეს.

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვთ.

banner
წინა სტატიაშიტოვებს თუ არა მანდარინის ქერქი ხელზე მარკირების კვალს, ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ გადაამოწმებს
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: დარწმუნებული ვარ, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები დამაჯერებლად დაასრულა