ილია ჯიშკარიანი კლინიკიდან გაწერეს

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2019 16:47

ილია ჯიშკარიანი კლინიკიდან გაწერეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან, რომელსაც ყოფილი თანაშემწე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, კლინიკიდან გაწერეს.

ილია ჯიშკარიანმა კვირას, 13 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დატოვა.

კლინიკაში აღნიშნავენ, რომ დეპუტატი მუდმივ კონტაქტზეა თავის მკურნალ ექიმთან.

საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. მისი თქმით, შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა და მან მიმართა პოლიციასაც, თუმცა ამას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

მხოლოდ მედიაში განცხადების გაკეთების შემდეგ, შემთხვევიდან 8 დღეში პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო, ხოლო ილია ჯიშკარიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენა – სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი.

დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში” ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს.

პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს.

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2019 16:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics