ილია II: წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია

“წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, მაგრამ იგი, ამავე დროს, მილიონობით სხვა ადამიანის გულისტკივილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, რადგან ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდად იყო და არის დაკავშირებული იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან.

ამიტომაც, ბუნებრივია, ფრიად ვწუხვართ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო და მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის”, – ნათქვამია საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიჩხეიძე: რისთვის უნდა დასჭირვებოდა ეს უხეირო დემაგოგობა მამუკა ხაზარაძეს?
შემდეგი სტატიანათელაშვილი: შეიძლება “ლეიბორისტული პარტია” ყავდეს ქვეყანას და ხმები სახვეწარი იყოს?