„ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელიც დაყოფილია ომებითა და დაბნეულობით,“ — ამის შესახებ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა სამების ტაძარში განაცხადა. მთავარეპისკოპოსმა ნიკიტამ ახალ პატრიარქს მოუწოდა, ილია მეორის მსგავსად, ხალხთან მტკიცე კავშირები განავითაროს და მღელვარე დროში მშვიდობისმყოფელი იყოს.
„როგორც განსვენებული დიდი კათოლიკოსი, თქვენც მოწოდებული ბრძანდებით, იქადაგოთ ჭეშმარიტება თქვენდამი რწმუნებული სამწყსოს მიმართ. პატრიარქი ილია მეორე მთელ საქართველოში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობდა. თქვენც უნდა აღაშენოთ და განავითაროთ მტკიცე კავშირები და ურთიერთობები ამ ღირსეული ქვეყნის ხალხთან, რადგან საქართველოსაც და მთელ მსოფლიოსაც სჭირდება სულიერი წინამძღოლები.
როგორც თავად უწყით, თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე სამყაროში, სამყაროში, რომელიც დაყოფილია, სავსეა კონფლიქტებით, ომებითა და დაბნეულობით, თუმცა ჩვენ, ვინც ღმერთს ვემსახურებით, მოწოდებულნი ვართ, ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი, განსაკუთრებით ამ მღელვარე დროში, რადგან ჩვენ ვქადაგებთ სიყვარულის გზას. გწამდეთ, რომ თქვენთან არის მისი ყოვლადუწმინდესობის, პატრიარქ ბართლომეოსის ძმური სიყვარული და ლოცვები. დაე, ერთად ვიღვაწოთ უფლის ვენახში მისი სახელის სადიდებლად. ქრისტე აღდგა, აქსიოს, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!“ – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა ნიკიტამ.















