16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, ნიკო ნიკოლაძის კოშკზე, ფოთის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, პატრიარქის ბანერი გამოიფინა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, ნიკო ნიკოლაძის კოშკზე, ფოთის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, პატრიარქის ბანერი გამოიფინა.

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. 12:15 საათიდან სამების ტაძარში კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.

სამების ტაძარში უკვე იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თბილისის მერი და ხელისუფლების წარმომადგენლები.

უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს სიონის ტაძარში დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი: პატრიარქის კანონიზაცია ძალიან მალე უნდა მოხდეს
შემდეგი სტატიათბილისში, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად სომხეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა