5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი − ირაკლი ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი — მაკა ბოჭორიშვილი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – გელა გელაძე; საქართველოს კულტურის მინისტრი – თინათინ რუხაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – მარიამ ქვრივიშვილი; საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი — კახაბერ გულედანი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – მამუკა მდინარაძე; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ლევან ჟორჟოლიანი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – ანზორ ჩუბინიძე.

“ასევე, სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ: საქართველოს პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა პაპუაშვილს; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს — კახა კალაძეს და საქართველოს საპატრიარქოს სამ წარმომადგენელს”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ვიზის მისაღებად $15,000-ის დეპოზიტი საქართველოს მოქალაქეებსაც მოეთხოვებათ
შემდეგი სტატიაერაყის ენერგეტიკის სამინისტრო: ირანული გაზის მიწოდება ერაყში მთლიანად შეჩერდა