ილია დარჩიაშვილსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

მიმდინარე წლის 20 აპრილს სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ვან ის შორის. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩინეთის პირველმა დიპლომატმა ქართველ კოლეგას მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

საუბრისას, მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის დადებით დინამიკას.
ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობას გლობალური პანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის.

ილია დარჩიაშვილთან საუბრისას, ვან იმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველი კოლეგა ვიზიტის განსახორციელებლად პეკინში მიიწვია.

banner
წინა სტატიაშიფინეთის პარლამენტში ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე დებატები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიარუსეთმა შვედეთი და ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების შედეგების შესახებ დიპლომატიური არხებით გააფრთხილა – ზახაროვა