ილია დარჩიაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების საკითხისადმი გამოხატული მაღალი ინტერესისთვის და ქმედებებისთვის.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-სომხეთის მჭიდრო მეგობრულ კავშირებს და მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკა. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს, სომხეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნებს შორის ისტორიული მეგობრობის შემდგომი განმტკიცების პროცესში.

banner
წინა სტატიაშიმედია – გერმანია თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალების მშენებლობის დაჩქარებას გეგმავს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ,,განახლებული რეგიონები“-ს პროგრამის ფარგლებში ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო