ილია დარჩიაშვილი – „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კიდევ უფრო გაზრდისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ დამტკიცება საქართველო-აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.

მისივე თქმით, დოკუმენტი იქნება ახალი იმპულსი საქართველოს უსაფრთხოების მეტად გაზრდის თვალსაზრისით.

„სულ რამდენიმე საათის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში მიღებული იქნა კანონპროექტი, საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც არის ორპარტიული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მისამართით. ეს არის კიდევ ერთი დასტური ჩვენი ორმხრივი, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამშრომლობის.

გაზრდილი რეგიონული გამოწვევების პარალელურად, აღნიშნული დოკუმენტი იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კიდევ უფრო გაზრდისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ დოკუმენტში გაკეთებულია ყველა ძირითადი აქცენტი, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა, ასევე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენი მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, რომელთა ჩართულობა აღნიშნული დოკუმენტის მომზადების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) წარადგინეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში 14 ჰა-ზე მოცვის ბაღები გაშენდება
შემდეგი სტატიაჯერი კონოლი – საქართველომ აჩვენა თავისი თავდადება დასავლეთის ალიანსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისადმი