ილია დარჩიაშვილი – პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში ნამდვილად გამოაჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს

დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. როგორც ცნობილია, ჩვენ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, რაც აძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვიზიტების დინამიკა აქტიურდება და ამის ძალიან კარგი მაგალითია დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, რომელმაც რა თქმა უნდა, ახალი იმპულსი უნდა მოუტანოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის მეთაურის ისრაელში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერს ჰქონდა პოლიტიკური შეხვედრები მის კოლეგასთან, პარლამენტის სპიკერთან და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრთან, სადაც საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.

„იყო პოლიტიკური შეხვედრები, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრები მის კოლეგასთან, პარლამენტის სპიკერთან და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ საკითხების ძალიან ფართო სპექტრზე, სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც გამოირჩევა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნამდვილად გამოაჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს,“- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი ლატვიის საეიმას დელეგაციის წევრებს შეხვდა
შემდეგი სტატიასაუბარი გვქონდა შექმნილ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე – სამადაშვილი ნიკა გვარამიას შეხვდა