ილია დარჩიაშვილი ფინელ კოლეგას შეხვდა

დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინელ კოლეგას, პეკკა ჰაავისტოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგი.

მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ფინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან უკვე 30 წელია, თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება სხვადასხვა სფეროში.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებაზე. ილია დარჩიაშვილმა ფინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოში შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემოში საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას.

banner
წინა სტატიაშინინო წილოსანი საერთაშორისო ორგანიზაცია IFES-ის საარჩევნო პროცესების ტექნიკური შეფასების ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი: ბევრი არაკეთილმოსურნე დადის ევროპული კაბინეტების დერეფნებში და ცდილობს, დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი