ილია დარჩიაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

14 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ ალექსანდრ ვინნიკოვს შორის შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის პროცესი და არსებული მექანიზმები, მათ შორის, საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამა. ასევე, ისაუბრეს ნატო-ს 2022 წლის მადრიდის სამიტის შედეგებზე, საქართველოს კონტექსტში სამიტის გადაწყვეტილებებისა და ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე. ამ კუთხით ყურადღება გამახვილდა სამიტის ფარგლებში საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების დოკუმენტის მიღებაზე და ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ღია კარის პოლიტიკის აქტუალობისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივების ჯეროვნად ასახვაზე. ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვინნიკოვმა დადებითად შეაფასა ალიანსში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ნატო-საქართველოს ურთიერთქმედების გაღრმავებისა და ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების მნიშვნელობას.

წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის მთავრობა 2,5 მილიონ ფუნტს გამოყოფს, რათა უკრაინას რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმაროს
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა