დეკანოზი ილია ჭიღლაძე სააკაშვილს-დღეს, 2012 წელი აღარაა და ილია მეორე არაა ავტორიტეტი

ბატონ მიხეილ სააკაშვილს,
ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, უნდა გააცნობიეროთ, რომ დღეს, 2012 წელი აღარაა და ილია მეორე არათუ ავტორიტეტი აღარ არის ქართველი ერისთვის, განსაკუთრებით ახალი თაობებისთვის, არამედ ის არის გაშიფრული რუსეთის ნომერ პირველი აგენტი საქართველოში, დაუფარავი პუტჩისტი, სტალინისტი და პუტინისტი, საქართველს განვითარების უპირველესი მუხრუჭი, რომელმაც ქრისტიანული რელიგია და საქართველოს ეკლესია აქცია კრემლის იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ყოველგვარი რევერანსები ილია მეორის კერპის წინაშე არის წარსულში დაბრუნება, ბატონო მიხეილ! ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელმა ილია მეორემ ერთხელ არ მოუწოდა ერს აცრისაკენ, მან მოაწყო სისხლიანი 17 მაისი და 5 ივლისი, მან მხარი დაუჭირა 2012 წლის ავანტურას და შემდგომ პატივით მიიღო ამ ავანტურის მომწყობი სადისტი ბედუკაძე. მოეშვით პირფერობას ამ საბჭოთა გადმონაშთის მიმართ და იყავით თანმიმდევრული ჩასარეცხების მიმართ. თქვენ შეიძლება დღევანდელი განცხადებით ილია მეორის ჩლუნგი კულტმადიდებლების გული მოიგეთ, მაგრამ არა გონიერი და მოაზროვნე, საღი აზროვნების მქონე ადამიანებისა, რომელთაც გული დაწყვიტეთ და ჯანსაღი მომავლის პერსპექტივას უქრობთ.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე
20.19.2021

სააკაშვილი – ილია მეორის სულიერ შვილად ვრჩები და მხარს ვუჭრ ყველა მის პოზიციას ძირითად საეკლესიო საკითხებში

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის საქმე- დაკავებული სატვირთოს მძღოლია
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი: სააკაშვილის ადვოკატებს თუ სურთ, მისი საქმე ევროსასამართლოში იყოს განხილული, ევროსასამართლოს უნდა მიმართონ